აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
ის მზადაა, რომ მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რათა გამომძიებლებმა შეძლონ მისი გატაცების დღის სურათის სრულად აღდგენა.
მუხთარლი, გენერალურ პროკურატურაში გუშინაც იმყოფებოდა, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. კითხვები არ დაუსვამთ, არ იყო თარჯიმანი აზერბაიჯანულიდან რომ ეთარგმნა - განაცხადა აფგან მუხთარლიმ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.