პოლიტიკურ ფარსად ქცეული ყოველწლიური მოხსენება. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში თითქმის ნახევარი საათი სრულიად უმიზნოდ და უშედეგოდ ისაუბრა. ერთპარტიულ პარლამენტში, საკუთარ პრეზიდენტს მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები და მინისტრები უსმენდნენ.
არავითარი შეკითხვები და არავითარი დებატები - ჟურნალისტებთან ზურაბიშვილის მოხსენებაზე, მმართველი პარტიის მხოლოდ რამდენიმე წევრმა ისაუბრა, რომლის მთავარი თემები მოულოდნელი არ ყოფილა. პრეზიდენტმა 9 აპრილზე, პანდემიაზე, ვაქციანციასა და პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. არცერთი სიტყვით არ ახსენა პოლიტპატიმრები და პარლამენტიდან ისე წავიდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა.
ამავე თემაზე: