"კანონიერი ქურდები" და სუს-ის აგენტები - ახალი დეტალები "ცოცხების აქციის" მონაწილეებზე

გამოქვეყნდა:

ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მმართველი გუნდის მხარდამჭერებისა და აქტივისტების აქციის შემდეგ, "მთავარ არხს" ბათუმის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის "ბათ ინვესტის" ყოფილი დირექტორი სოფო ნებიერიძე დაუკავშირდა და აქციის ორგანიზატორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გოჩა ბარამიძე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. როგორც ირკვევა, გოჩა ბარამიძე, რომელიც "ცოცხების აქციაში" მონაწილეობდა, საქმის გასარჩევად სოფო ნებიერიძესთანაც მივიდა. სოფო ნებიერიძეს კონფლიქტი ჰქონდა "ბათ ინვესტის" მოქმედ დირექტორ მურმან ჯინჭარაძესთან, რომელიც მმართველი გუნდის სახელით მოქმედებს.

"როდესაც მე მას [მურმან ჯინჭარაძე] მოვთხოვე, ჩემი კუთვნილი ანაზღაურების სანაცვლოდ ფართების გადაფორმება. მითხრა, რომ მისი პატრონები არ აძლევდნენ ამის საშუალებას, მოვიკითხე პატრონები და როგორ აღმოჩნდა მისი პატრონი იყო ვინმე გოჩა ბარამიძე. პარტიის სახელით, პირდაპირ შანტაჟზე მოდიოდა. ყოველ შემთხვევაში ჩემთან. მათ შორის კანონიერი ქურდების სახელით. ისინი ახორციელებდნენ შანტაჟს იმ კუთხით, თითქოსდა მათი პატრონები იყვნენ ვახტანგ გომელაური, ლილუაშვილი, ფარცხალაძე, მამაცაშვილი და ვინმე კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია", - ამბობს ნინო ნებიერიძე.

მურმან ჯინჭარაძის ადვოკატის განცხადებით, წარმოუდგენელია რას ნიშნავს შანტაჟი, მაშინ როდესაც არსებობს ხელშეკრულება და სასამართლო დაადგენს მომხდარს. 

ნინო ნებიერიძის თქმით, ამის შემდეგ გოჩა ბარამიძის დავალებით მას, ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი "ენცო" დაუკავშირდა, რომელიც კარნახობდა, რომ თუ "ქურდების გზით არ წავიდოდა", მას შვილები ჰყავდა და ეს ყველაფერი იყო საშიში.

"ქართული ოცნებისა" და ე.წ. კანონიერი ქურდების სახელით შანტაჟზე საუბრობენ მესამე სექტორშიც. მათი თქმით, გოჩა ბარამიძე სუს-ის აგენტია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

ცნობისთვის, 4 აპრილს, "ოცნების" აქტივისტები, ბათუმში, ენმ-ს ოფისთან ცოცხებითა და სტიკერებით მივიდნენ და აქცია გამართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი