
"ევროპული საქართველოს" ყრილობა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. "მთავარის" ინფორმაციით, პარტიის ახალი თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ხოლო გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე იქნება.
შეგახსენებთ, პარტია დრეს დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დატოვეს. ისინი დღეს ყრილობას არ ესწრებიან. ასევე "მთავარის" ინფორმაციით, პარტიიდან წასასვლელად ემზადებიან გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ირმა ნადირაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე.