მმართველი გუნდის ოპონენტები, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გამოთქმულ, სიძულვილის ენაზე მორატორიუმის გამოცხადებისა და პოლიტიკური პროცესების პრეზიდენტის მედიაციით გადაწყვეტის ინიციატივებს ეხმიანებიან და ამბობენ, რომ ამისთვის საჭიროა პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილს ჰქონდეს მაღალი ავტორიტეტი.
"ამ სიტყვის წარმომთქმელი, უნდა იყოს ავტორიტეტი, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული და არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული", - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა დამენია.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური, სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილს საარჩევნო ბანერებსაც ახსენებს:
"ესაა ადამიანი, რომლის ბანერებზეც იყო სისხლიანი ხალხი გამოსახული და თუ ვინმე ამკვიდრებდა დაპირისპირებას იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი და მისი წარმდგენი "ქართული ოცნება". ამიტომ ახლა საუბარი მორატორიუმებზე და მომრიგებლობაზე ფუჭია" - ამბობს წიკლაური
"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის ნატო ჩხეიძის თქმით, მორატორიუმი "განიხილება როგორც ცენზურა".
ამავე თემაზე: