"ფაიზერის" დოზები ამოწურულია, "ასტრაზენეკაზე" ასაკობრივი ზღვარია დაწესებული, 100 000 დოზა ჩინურ ვაქცინა "სინოფარმს" კი ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.
შესაბამისად, ჯერ ისევ უცნობია როდის დაიწყებს ქვეყანა ვაქცინაციას ჩინური ვაქცინით. მის ეფექტიანობაზე კი ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პრეპარატს დაცვის ძალიან მაღალი დონე არ აქვს
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები საქართველოში განმარტავენ, რომ ქვეყანას პანდემიის მე-3 ტალღასთან გამკლავების რესურსი არ აქვს და მთავრობის ერთადერთი იარაღი კიდევ ერთი "ლოქდაუნია", რაც ქვეყნის ეკონომიკას ბოლომდე გაანადგურებს.
მათივე თქმით, ვაქცინაცია ამ მომენტისთვის, ხელისუფლების უუნარობისა და მიზანმიმართული უმოქმედობის გამო ჩავარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმის" 100 ათასი დოზა 3 აპრილს შემოვიდა.