"მთავარი არხის" ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამოქალაქო აქტივისტებს 1 საათში შეხვდება.
მანამდე აქტივისტები მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ. მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრის, ლაშა ხუსკივაძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე თქვა, რომ მათ საკოორდინაციო საბჭოს 5-დღიანი კარანტინის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
"შევხვდით მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს. ამ ადამიანთან საუბრისას ვიგრძენით ერთი რამ და მათ ღიადაც დაგვიდასტურეს, რომ ეს ადამიანები ფიქრობენ ისე, როგორც ვფიქრობთ ჩვენ.
მათ სურთ, რომ მოიხსნას 5-დღიანი კარანტინი აფხაზეთიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა ამაში მათ ხელს უშლის საკოორდინაციო საბჭო.
მათი განმარტებით, გვითხრეს, რომ მათ დააყენეს საკოორდინაციო საბჭოზე, თუმცა საკოორდინაციო საბჭოდან პასუხი არ მოსულა",-თქვა ლაშა ხუსკივაძემ.
დილიდან ხმაური იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისთან. პოლიციამ ადგილზე 6 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. აქციის მონაწილეები აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის 5 დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
სამოქალაქო აქტივისტები პოლიციელ შოთა ჭიპაშვილს ძალადობაში ადანაშაულებენ და ინსპექტორს მიმართავენ