აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძე “მოძრაობა საქართველოსთან” დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით აფხაზეთის მთავრობას არ ეყო გამბედაობა მათთან შესახვედრად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დამოუკიდებლად ორგანო გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.
“მოძრაობა საქართველოს” წევრები დილიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინ იმყოფებიან და 5 დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ. პროტესტის დროს, დაპირისპირებისას, 6 აქტივისტი დააკავეს.
ამავე თემაზე:
დისკრიმინაციული კარანტინი - "მთავარის" ინფორმაციით, რუსლან აბაშიძე სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდება