რუსებმა ხარკივზე იერიში მიიტანეს | დაშავდა სულ მცირე 36 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 36 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის მერი ამბობს, რომ ხარკივში, სხვადასხვა ლოკაციაზე 17 დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძრები გაჩნდა. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. დაიწვა რამდენიმე მანქანა.

წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი