მიუღებელია ის პასუხი, რასაც ხელისუფლება ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს სცემს - ხვედელიანი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ხვედელიანის თქმით, პარტია მხარს უჭერს ნამახვანში შეკრებილ აქტივისტებს.

ხვედელიანის თქმით, სამართალდამცველების ქმედებები აქციის მონაწილეების მიმართ, პარტიისთვის მიუღებელია და ყველაფერი, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება მათ მიმართ აკეთებს უკანონოა.

"ჩვენი პარტიისთვის არის მთლიანად მიუღებელი ის პასუხი, რასაც ხელისუფლება სცემს ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანები, მათ სამართლიან ბრძოლას.

ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ბოლო პერიოდებში აკეთებს არის უკანონო. მან პროტესტანტებს გადაუკეტა საკუთარ სახლში მისასვლელი გზებიც კი. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სწორი მოთხოვნები სახელმწიფოს მიმართ",-თქვა გიორგი ხვედელიანმა.

რიონის ხეობაში დაძაბული ვითარებაა. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები სწორედ კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ბაზისკენ მიდიან. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ გუმათიდან ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება კიდევ ერთხელ არ მისცა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. 

ნამოხვანში კი პოლიციამ გუშინ, 11აპრილს , საპროტესტო კარვები აშალა და ენკას ტრაქტორმა ტერიტორიის მოხვნა დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი