ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც დღეს დადგება, იქნება პოლიტიკური - კორძაია მელიაზე

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან. მელიას პროცესი 11 საათზე უნდა დაიწყოს და დღეს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა ის.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, თამარ კორძაიას თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც მოსამართლე ნინი ჩახნაშვილი მიიღებს პოლიტიკური იქნება.

"ამ ქვეყანაში სამართალი რომ არსებობდეს, ნიკა მელია ეხლა განსასჯელის სკამზე არ უნდა იჯდეს და საერთოდ ამ სასამართლოში არ უნდა იყოს. მთავარი მოლოდინი ჩვენი ისაა, რომ ხელისუფლება ყველა შემთხვევაში მარტო იმას გააკეთებს, რაც მისთვის არის პრაგმატული. ამას აკეთებს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყევტილება, რაც ამ წუთას დადგება დღეს ამ სასამართლოში, ეს არ იქნება სასამართლოს გადაწყევტილება, ეს იქნება "ქართული ოცნების" მიერ განსაზღვრული პოლიტიკური გადაწყვეტილება", - თქვა თამარ კორძაიამ. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი