თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში იწყება. ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს, მის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოსთან დილიდან იკრიბებიან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ცოტახანში გახდება ცნობილი. ჯერ-ჯერობით მხარეები დარბაზში არ შესულან. ადვოკატ, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ მელია დარბაზიდანვე გათავისუფლდეს.
"ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული სასამართლო პროცესი გასულია სამართლებრივი სივრციდან. მოსამართლე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იქნება ეს ნიკა მელიას გათავისუფლება თუ ამ უკანონო პოლიტიკური პატიმრობის გაგრძელება ეს იქნება ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება.
მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად არ მაქვს", - თქვა მან პროცესის დაწყებამდე.
ადვოკატები ამბობენ, რომ არანაირი რისკი იმისა, რომ ნიკა მელია მიიმალება, ან დანაშაულს ჩაიდენს არ არსებობს.
მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა, 5 დღეში - 17 აპრილს იწურება.