ეს არაა სასამართლო, ესაა ერთგვარი იმიტაცია სასამართლო პროცესის - კონდახაშვილი

გამოქვეყნდა:

"დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არ არის სასამართლო, ესაა ერთგვარი იმიტაცია სასამართლო პროცესის", - ასე აფასებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მან დაცვის მხარის შუამდგომლობა, საქმეში მტკიცებულების სახით ირაკლი კობახიძისა და ივანე გულუაშვილის ინტერვიუების დართვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

"მოგეხსენებათ, ძალიან სამწუხაროა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არ არის სასამართლო, ესაა ერთგვარი იმიტაცია სასამართლო პროცესის. სადაც სასამართლო და პროკურატურა ცდილობს, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე შექმნან რაღაც ანტურაჟი სასამართლო პროცესის. მოსამართლეს აქვს წინასწარ დაწერილი დღის წესრიგი და მიუყვება ამ დღის წესრიგს. ეს დღის წესრიგია ის პოლიტიკური დირექტივა, რასაც მოსამართლე იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება, ვინაიდან ეს არის ხელისუფლების გადასაწყვეტი და მას როგორ ჩანს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია დარჩეს პოლიტიკურ პატიმრობაში", - ამბობს გიორგი კონდახაშვილი. 

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. სწორედ დღეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებენ თუ არა უკანონო პატიმრობაში მყოფ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს.

სხდომის მიმდინარეობისას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, დააყენა შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, საუბარია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუ, სადაც მან აღიარა, როგორ მსჯელობდნენ მმართველ პარტიაში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ადვოკატები, ასევე, ითხოვენ ივანე გულაშვილის "მთავარი არხისთვის" მიცემული ინტერვიუს დართვას, სადაც ის 20 ივნისის შესახებ საუბრობს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი