თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღნიშნული არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატებმა წინა პროცესზეც დააყენეს, თუმცა მოთხოვნა არც მაშინ დაკმაყოფილდა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11 საათზე დაიწყო, დღეს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა ის. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
ამავე თემაზე: