ჩახნაშვილის მოსამართლეობა აბსურდია, ის რეჟიმს ემსახურება - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ჩახნაშვილის მოსამართლეობა არის აბსურდი. ჩახნაშვილი არის მოსამართლე, რომელიც ემსახურება რეჟიმს", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია პატიმრობაში რჩება.

"ამ შენობაში არანაირი სამართლებრივი გადაწყვეტილება აღარ მიიღება. ფაქტია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, პროპაგანდა და მათ შორის, "ქართული ოცნების" პროპაგანდა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება, რომ გირაო გადაიხადოს ნიკამ და გარეთ გამოვა, ახლა დაადასტურეს, რამდენად სიყალბე და ფარისევლობა იყო. პროკურორი ამბობდა, გირაო გადაიხადოს და გამოვაო, ახლა კი პირდაპირ პატიმრობით შევიდა პროკურატურა, ესაა იმის დასტური, რომ "ქართულ ოცნებასთან" არავითარ მოლაპარაკებას ან რაციონალურ საუბარს აზრი არ აქვს", - ამბობს დეკანოიძე.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა თავიდან ბოლომდე აგებულია რეჟიმზე, ძალადობაზე და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე.

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი