"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, ხელისუფლება 2 თვის განმავლობაში პროპაგანდას ავრცელებდა, რომ მელიას გირაოს გადახდა და საპატიმროდან გამოსვლა შეეძლო, თუმცა მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე "ყველაფერს ფარდა აეხადა".
"პროკურატურა და ხელისუფლება 2 თვის განმავლობაში ავრცელებდა პროპაგანდას, რომ ნიკა მელიას შეეძლო თურმე გირაოს გადახდა და გამოსვლა, დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა და მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება, დღეს ყველაფერს ფარდა აეხადა. [...]
ასეთი დაკვეთა რომ ჰქონდა მოსამართლეს მიღებული იკითხებოდა პირველივე წუთებიდანვე",- თქვა კონდახაშვილმა.
სასამართლომ ნილა მელიაა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.