გათავისუფლება პროტესტის გამო - შესაძლოა, ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის ბულვარის დირექტორი, რომელიც ბულვარში მშენებლობებსა და ობიექტების გასხვისებას ეწინააღმდეგებოდა, თანამდებობიდან გაუშვეს. ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად, აუდიტის დასკვნა სახელდება, თუმცა ბულვარის ყოფილი დირექტორი, გადაწყვეტილებას მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს და საკუთარი უფლებებისთვის სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

ირაკლი ჯინჭარაძის განცახდებით, ის იბრძოლებს ბოლომდე, სხვა მაღალჩინოსნებისთვისაც, რომ მომავალში  საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის არავის შეეშინდეს და განსხვავებული პოზიციის გამო, რეპრესიების მსხვერპლი აღარავინ გახდეს.

ბათუმის ბულვარის დირექტორი რომ შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, ეს დღეს არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გამორიცხეს. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად აუდიტის სამსახურის 2019 წლის დასკვნა მოჰყავს, სადაც ფინანსურ მაქინაციებზეა საუბარი. ამბობს, რომ ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევაც დაწყებულია. სამინისტროში ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის ბრალდების საპასუხოდ ამბობენ, რომ ჯინჭარაძე კრიტიკული აზრის გამო არ გაუთავისუფლებიათ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი