ცოტა ხნის წინ იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსსა და რიონის ხეობის მცველებს შორის პირველი კომუნიკაცია შედგა. სულხან თამაზაშვილმა გუმათში შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ თუ რკინის ჯებირზე ხელების რტყმას და ხმაურის არ შეწყვეტენ პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს.
"აბსოლუტურ აბსურდამდე დავიდა უკვე აქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ჩაახშონ ჩვენი სამართლიანი პროტესტი ყველანაირი გზით, დღეს უბრალოდ ხმაურიც კი აგვიკრძალეს. მათ თქვეს, რომ თუ ეს არ შეწყდება, გამოიყენებენ პროპორციულ ძალას, ყველანაირი კონსტიტუციური უფლება გამოხატვის გვაქვს აბსოლუტურად აკრძალული და შეზღუდული აქ. გაცხადებული პოზიცია აქვს ხელისუფლებას, რომ რეპრესიული გზებით უნდა ჩაახშოს ჩვენი სამართლიანი პროტესტი", - თქვა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობა ორადაა გაყოფილი, პოლიციამ გვიან ღამით გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა. ადგილზე შეკრებილი რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს მუშტებს ურტყამენ და ცდილობენ პოლიციას დისკომფორტი ამ ფორმით შეუქმნან.
აქტივისტებს პოლიცია ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს. ამავე თემაზე: