პარტიის დატოვების გამო არავინ არ უნდა ბულინგდებოდეს - ლილუაშვილი თალაკვაძეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" უკვე ყოფილი დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს პასუხობს და ამბობს, რომ მისი შეფასება "ბულინგია". ლილუაშვილის თქმით, არავინ არ უნდა ბულინგდებოდეს იმის გამო, რომ პარტიას ტოვებს.

"არსებული რადიკალიზაციის პირობებში პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება", როგორც ხალხის ნების და ხალხის დღის წესრიგის ეფექტიანობაზე ორიენტირებული ძალის რესურსი არის მინიმიზებული და ამოწურული. მსგავსი შეფასებები არის იმის წინაპირობა, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ სუსტია პოლიტიკური კლასის განვითარების შესაძლებლობა, ვერვინ და არავინ უნდა ბულინგდებოდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია დატოვოს", - თქვა ბექა ლილუაშვილმა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნებიდან" წასვლის მიზეზი სწორედ პასუხისმგებლობაა. თალაკვაძემ დღეს თქვა, რომ კოლეგებმა პირადი ურთიერთობები არჩიეს სახელმწიფო ინტერესებს და მათი გადაწყვეტილება არასწორია. ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი