პოლიცია უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ინციდენტი თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის - ENKA-ს დირექტორი

გამოქვეყნდა:

კომპანია Enka-ს დირექტორი, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ კომპანია მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობას არ შეაჩერებს. რაც შეეხება რიონის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებას, ლომინაძის თქმით, ადგილზე პოლიცია უზრუნველყოფს, რომ კომპანიის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს.

არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, რომ შემდგარიყო ის საუბარი, საგნობრივი განხილვა ყველა იმ საკითხისა, რომელიც აწუხებს მოსახლეობის ამ ნაწილს. დღეს პირველად მოვისმინეთ მათი მხრიდან მზაობა, რომ დავიწყოთ ასეთი შეხვედრები, ვადასტურებთ ამ მზაობას და ვფიქრობ, უმოკლეს დროში მოხდება ეს შეხვედრა. ნებისმიერი სიტყვის თავისუფლება უნდა იქნეს მოქცეული იმ ჩარჩოებში, რომელსაც ითვალისწინებს, ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობა. ამ ეტაპზე პოლიციამ უზრუნველყო ის, რომ არ მოხდა არც ერთი ინციდენტი კომპანიის თანამშრომლებსა და საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელიც აპროტესტებს ამ პროექტს, - თქვა ლომინაძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი