შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეტროსადგური "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. [...]
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - წერია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უწყების განცხადებაში ინიციალების მიხედვით დასტურდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული 1993 წელს დაბადებული ნიკოლოზ წურწუმიაა.
ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: