ბანკზე თავდამსხმელმა იარაღი ნისიად იყიდა - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

უკვე ცნობილია მაღაზია, საიდანაც ნიკა წურწუმიამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა და შემდეგ ამ იარაღით საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

"მთავარი არხი" უკვე იმყოფებოდა ადგილზე. მაღაზიაში ადასტურებენ, რომ წურწუმია ნანახი ჰყავთ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

იარაღების მაღაზიაში უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და გამოკითხეს მაღაზიის წარმომადგენლები.

ასევე მთავარი არხის ინფორმაციით", წურწუმიამ პნევმატური იარაღი ნისიად შეიძინა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი