
"არ არის ახალი ამბავი, თქვენგან არ გამიგია ეს ამბავი, ვიცი, რომ ეგეთი სურვილი აქვთ, მაგრამ გადაწყვეტილებას რომ დავინახავ მერე შევაფასებ.
იარაღი არ სჭირდება მეგრელიშვილს, მისი იარაღი არის მისი ლოგიკა და მისი საუბრის მანერა და მის მიერ ჩამოყალიბებული თეზისები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად სიახლეა. მას იარაღი არ სჭირდება სიტყვაა მისი იარაღი".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ "გირჩის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.