"სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ" - ძმებმა წულუკიძეებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ნამოხვანჰესის საქმეზე დაკავებული 6 ადამიანის სასმართლო პროცესი, ბრალდებულებისა და ადვოკატების გარეშე მიმდინარეობს, სხომას მხოლოდ მოსამართლე და პროკურორი ესწრება.

სასამარლოს სხდომათა დარბაზი ბრალდებულებმა მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა  ადვოკატების შუამდგომლობა პროკურორისა და მოსამათლის აცილებისა და სხდომის ერთი დღით გადადების თაობაზე.

სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიდიონდა, სამართალდამცველები სასამართლოსთან შეკრებილ
ახლობელბს სასამართლოს ეზოში არ უშვებდნენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თუ დღეს მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებს, პროტესტს ბათუმში გააგრძელებენ.

როგორც ერთ-ერთი ბრალდბეული სპორტსმენის, რევაზ წულუკიძის ცოლი ამბობს, "სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს".

ცნობისთვის, შსს აცხადებს, რომ ბათუმში 6 პირი დააკავა, რომლებსაც ბრალად ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ. ექვსივე მათგანი 12 აპრილს, გუმათში ნამახვანჰესისი მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე იმყოფებოდა. 

დაკავებულებს შორის არიან მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა, რეზო წულუკიძე.

ამავე თემაზე:

ბათუმში დაკავებულების ახლობლები ქუთაისის სასამართლოსთან აქცია-მსვლელობას მართავენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი