
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი მენაბდეს აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თვილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
გუგა ბარბაქაძის ჩვენება ერთ-ერთი ახალი მტკიცებულება და გარემოებაა, რომლის საფუძველზეც დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე, გიორგი მენაბდე დააკავეს. ამის შესახებ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საქმის პროკურორმა გააკეთა.
ბრალდება წარედგინა მაშინ, როცა სახელმწიფო ბრალდებამ ჩათვალა, რომ უკვე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ ახლა - ამბობს პროკურორი.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბარბაქაძე თავის ჩვენებებში აქამდეც აღნიშნავდა, რომ მენბადეს ხელში ეჭირა "რაღაც საგანი".
პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის გარეშე დატოვებას, ან გირაოს.
მენაბდე შსს-მ გუშინ, 15 აპრილს დააკავა. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.