მძევლების დრამა თბილისში - ნიკოლოზ წურწუმიას წარსული და კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან

გამოქვეყნდა:

საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და 7 პირი მძევლად აიყვანა. მათ შორის იყვნენ მოლარე ოპერატორები და ბანკის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

ძებნილი ესებუას სცენარმა თბილისში არ გაამართლა. საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოასწრო, პოლიციამ ის სპეცოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში დააკავა. 

28 წლის ნიკოლოზ წურწუმია ზუგდიდიდანაა, წყაროს ინფორმაციით ის წარსულში ნასამართლევია და კრიმინალურ სამყაროსთანაც კავშირშია. ამაზე მეტყველებს ტატუები მის სხეულზე. 

დაკავებული წურწუმია დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მანამდე მას ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი კითხავდნენ. 

დამატებითი დეტალების გაგებას ადვოკატები უკვე ხვალ შეეცდებიან, როცა მას დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულებენ. სწორედ მაშინ გაარკვევენ უფლებადამცველები რა მიზნით ცდილობდა ის ბანკის დაყაჩაღებას და საიდან ჰქონდა იარაღი.

"მთავარის" ინფორმაციით, პნევმატური იარაღი რომლითაც წურწუმია ბანკში შეიჭრა და მძევლებს ემუქრებოდა გუშინ თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ვალად იყიდა. ამ ინფორმაციას მაღაზიის თანამშრომელი არც ადასტურებს და არც უარყოფს, მაგრამ არ მალავს რომ დღეს დაკავებული თავდამსხმელი წინა დღეებში ნანახი ყავს.  

ნიკოლოზ წურწუმია თბილისში  მეუღლესთან და მეუღლის მამიდასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ნიკოლოზ წურწუმიას მშობლები საზღვარგარეთ სამუშაოდ არიან წასულები. სახლში მხოლოდ მოხუცი ბებიაა რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ახლობლები კი ამტკიცებენ რომ დაკავებულ თავდამსხმელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი