8 საათიანი სასამართლო-ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენები წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ქეთევან თხელიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და 6-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო რვა საათზე მეტ ხანს მსჯელობდა.

თავად ბრალდებულებმა და მათ მიერ დაქირავებულმა კერძო უფლებადამცველებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის შემდეგაც საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩაერთვნენ.

მათი განცხადებით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობენ.

დაპირისპირება, რომლის გამოც სამართალდამცავებმა  6 პირი დააკავეს, 12 აპრილს გუმათში, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მოხდა.

დაზარალებულების განცხადებით,  30-მდე პირმა 3 პირი კასტეტებისა და ქვის ლოდების გამოყენებით სცემა. მათივე თქმით, ბრალდებულები “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურ მხარდამჭერებს წარმოადგენენ, გამოირჩევიან პატრიარქის, სარწმუნოების შეურაცხყოფით და აქციებზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ.

დაცვის მხარე ქუთაისის  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი