
კახეთის შემდეგ ბათუმი - ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ, ისინი ბათუმში 2 დღის განმავლობაში დარჩებიან.
ხელისუფლების ოპონენტები ადგილობრივებს პირადად ეტყვიან, თუ რატომ არის გადამწყვეტი, 15 მაისს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქცია.
მასშტაბურ დემონსტრაციამდე დარჩენილ ერთ თვეში ლიდერები ქვეყნის ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქს შემოივლიან, პირისპირ შეხვდებიან მოსახლეობას და მათგან მოისმენენ პრობლემებს, რომლებიც დღეს საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ, თუმცა ხელისუფლებას მათი გაგება არ სურს.
ოპოზიციის თქმით, 15 მაისს დაგეგმილი აქცია არის, არა პარტიების დღე, არამედ საქართველოს გაძლიერებისთვის ბრძოლის დღე.
ოპოზიცია, 15 აპრილს, კახეთში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობასა და ამომრჩეველს შეხვდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.