
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესების მიმართვა განიხილეს.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, ამ საკითხზე სათანადო პროექტიც მომზადდება.
"დადგა დრო, რომ მივმართოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროკავშირს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მის გარემოცვას დაუწესონ პირადი სანქციები, რათა მალე დასრულდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი... ამ საკითხზე შედგება სათანადო პროექტი, რომელსაც წარვუდგენთ საერთაშორისო თანამეგობრობას... სახდეპის განწყობა ისეთივე უნდა იყოს ივანიშვილის მიმართ, როგორიც პუტინის სხვა გარემოცვის მიმართაა", - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
იხილეთ ასევე: