მიდის თუ არა კალაძე? - ის არამხოლოდ "ქართული ოცნების" დამფუძნებელია, არამედ საკმაოდ დიდია მისი საპარლამენტო კვოტაც - სულ მცირე 13 დეპუტატი, რომლებიც მისი სამეგობროა. სწორედ პირადი მეგობრობა აღმოჩნდა გადამწყვეტი გახარიას გუნდისთვის. მმართველი პარტიის რღვევას ამავე გუნდის სტაჟიანი თანამებრძოლები აანონსებენ. ანა ბუჩუკური ერთ-ერთია, ვინც საგანგებო ბრიფინგით "ქართული ოცნებიდან" წასვლისა და გახარიას გუნდში გადაბარგების შესახებ გვამცნო. ოცნებიდან წასულები გვარწმუნებენ, რომ გახარიას გუნდის პარტიიდან წასვლა ჯერ მხოლოდ დასაწყისია და გადინების მთავარი პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ახლა იწყება.

რა და ვის პოლიტიკურ თამაშს ითამაშებს ყოფილი პრემიერი - ოპონირებას გაუწევს "ქართულ ოცნებას" თუ იქნება ოპოზიციის ოპოზიცია. "ოცნებიდან" წასულებმა სესიის დარბაზში ოპოზიციის ადგილები უკვე დაიკავეს, თუმცა ჩნდება კითხვა - არის თუ არა ახალი რეალობით "ქართული ოცნება" სხდომათა დარბაზში უმრავლესობაც და უმცირესობაც.

"მთავარ არხს" წყარო უყვება, რომ კახა კალაძე დუბაის ვოიაჟიდან დაბრუნების შემდეგ, მმართველი პარტიიდან წასვლაზე განაცხადს მალევე გააკეთებს. თუ მოქმედ მერს მისი თანაგუნდელები გაჰყვებიან, "ქართულ ოცნებას" 84 დეპუტატიდან საკანონმდებლო ორგანოში 71 დეპუტატი დარჩება და საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს დაკარგავს. 

თათია წოწონავას სიუჟეტი - "ქართული ოცნება" იშლება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი