"არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს", "ბულვარი ჩვენი ნამოხვანია", "ჩვენ დავიცავთ ბათუმის ბულვარს" - ამ ლოზუნგებით, ამ წუთებში ბათუმის ბულვარში აქცია იმართება. ბათუმელები მაღალსართულიანი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ

აქტივისტები ამბობენ, რომ ზღვის პირას უამრავი ადგილია, სადაც განაშენიანება შეიძლება და ბულვარში მაღალსართულიანი კორპუსები არ უნდა შენდებოდეს. ასევე ამბობენ, რომ "ხელისუფლების კორუფციული თამაშები" ბათუმის მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება. მათი თქმით, ბულვარში კორპუსის მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფაცაა.

აქციის მონაწილეებს, დღეს, ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორიც შეუერთდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

აქტივისტები ასევე სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობის მცველებსაც. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი