„ნენსკრა ჰესის“ საეჭვო ტენდერი - „მწვანე ალტერნატივა“ კორეული კომპანიის კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

საეჭვო წარმომავლობის უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში - „მწვანე ალტერნატივა“ კორეული კომპანიის კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე საუბრობს.

„მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, კორეული კომპანია, რომელმაც „ნენსკრა ჰესი“ ჭუბერში თურქულ კომპანია „ლიმაკთან“ ერთად უნდა ააშენოს, კორუფციულ სქემაშია გარეული.

სამოქალაქო სექტორში კითხვები ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით უჩნდებათ, რადგან მათი მტკიცებით, კორეული კომპანია ტენდერში მონაწილეობას საერთოდ არ იღებდა.

ნენსკრა ჰიდროში“ აცხადებენ, რომ პრეტენდენტებთან მოლაპარაკებები დასრულებული არ არის და ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და ტენდერში გამოცხადებული პირობების შესახებ საბოლოო შედეგი ცნობილი მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება.

სამოქალაქო სექტორი "ნენსკრა ჰიდროსა" და საქართველოს ხელისუფლებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მათი შეფასებით, კაბალურია. ერთ-ერთი პუნქტი ჰესის მიერ გამომუშავებულ ტარიფს ეხება. შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფომ ელექტროენერგია კომპანიისგან მზარდი და მაღალი ტარიფით უნდა შეიძინოს, რაც სპეციალისტების აზრით, ქვეყანას მძიმე ტვირთად დააწვება.

„ჰიუნდაი E&C”-ის კორუფციულ სქემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კორეულ მედიაშიც დაიბეჭდა, ამავე საქმეზე ადგილობრივი პოლიტიკოსი პასუხისგებაშიც მისცეს. კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით კორეულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ „ჰიუნდაი E&C”-ის ბრალად ედება ადგილობრივი პოლიტიკოსისთვის 464 100 აშშ დოლარის ქრთამის სახით მიცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი