"ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია" - "ოცნება" განახლებულ დოკუმენტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მმართველი გუნდი განახლებულ დოკუმენტს განიხილავს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობების კორექტირება აღარ მოხდება და ისინი რაიმე შინაარსობრივ დამატებას აღარ დაეთანხმებიან.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც - განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ",-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 პრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი. დოკუმენტში ორი ძირითადი საკითხი - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია დაზუსტებული. ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მზადაა დოკუმენტს ხელი მოაწეროს, პარტიების ნაწილმა კი დრო ითხოვა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი