ვადამდელის გარეშე დოკუმენტი, ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ ღირებულებებს - მოძრაობა "საქართველოსთვის"

გამოქვეყნდა:

"მოძრაობა საქართველოსთვის" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აქტივისტები წერენ, რომ ვადამდელი არჩევნების გარეშე ყველა დოკუმენტი ეწინააღმდეგბა ევროატლანტიკურ ღირებულებებს.

"ჩვენ უნდა დავიცვათ სწორედ დასავლური დემოკრატია საქართველოში, რაც გამორიცხავს გაყალბებულ არჩევნებზე შეგუებას!...

ვადამდელი არჩევნების გარეშე ყველა დოკუმენტი, ეწინააღმდეგება სწორედ ევროატლანტიკურ ღირებულებებს!

და თუ ეს პოლიტიკური კლასი ვერ პასუხობს ქართველი ხალხის ძირითად მოთხოვნებს, ის აუცილებლად შეიცვლება!!!", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 პირლს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი.

ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მზადაა დოკუმენტს ხელი მოაწეროს, პარტიების ნაწილმა კი დრო ითხოვა. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი