
„გირჩის" წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ. პარლამენტში მივიდა ალექსანდრე რაქვიაშვილიც, სავარაუდოდ სტუმრის სტატუსით შედის, რადგან მას სადეპუტატო მანდატი არ აქვს.
როგორც "გირჩელები" ამბობენ, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.
გირჩმა დღეს შარლ მიშელის დოკუმენტის ახალ ვერსიასაც მოაწერა ხელი.