
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმებას ხელი, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს - განცხადება ამის შესახებ „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა
"ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი. თუ ხელის მოწერაა, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ. უპირობოდ უნდა გამოუშვან და მან უნდა მოაწეროს ხელი. დოკუმენტი მე არ მომწონს, მაგრამ კომპრომისის და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის გულისთვის, შესაძლებელია განვიხილოთ ხელის მოწერა, მაგრამ ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ. ჩემ თავს ვუსვამ კითხვას, მე რომ დღეს პარლამენტში შევიდე, 6 თვეში ჩვენი ხალხი უკეთესად იცხოვრებს? ვერ იცხოვრებს, სანამ "ქართული ოცნება" იქნება",- ამბობს ოქრიაშვილი.
საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი პოლიტსაბჭოს სხოდმის დასრულების შემდეგ.
ენმ-ს წარმომადგენლები ახლა ევროკავშირის ოფისში არიან, სადაც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმიდნარეობს.