"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მისი ვარაუდით შარლ მიშელის დღევანდელი ვიზიტი, სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხის გადაწყვეტას ემსახურება.
"ნიკა მელიას გათავისუფლება არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ შარლ მიშელის ვიზიტის მთავარი საგანიც სწორედ ეს გახდება. შეთანხმებას მოვაწერთ თუ არა ხელს გახდება განსჯის საგანი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება", - თქვა მან.
რაც შეეხება სალომე სამადაშვილის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს, ზაალ უდუმაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ეს პარტიის პოზიცია არ ყოფილა. მისივე თქმით, სალომე სამადაშვილმა პარტია დატოვა.
"რაც შეეხება მის მომავალს, როგორც მე მისი პოსტიდან აზრი გამოვიტანე, მან დატოვა პარტია და თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ საკითხზე, რა თქმა უნდა ჩვენ ვიმსჯელებთ, მაგრამ თუ სალომე სამადაშვილმა დატოვა პარტია, სხვა გადაწყვეტილება რა უნდა მივიღოთ", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
ამავე თემაზე: