
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი დახვდნენ.
პირველი, ვისაც შარლ მიშელი შეხვდება პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია. მასთან ვიზიტის შემდეგ მხარეები მედიისთვის კომენტარს გააკეთებენ.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუემტნს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო დოკუმეტს ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".