ისე მოიქცა, არ შეუძლია თანაგუნდელებს თვლებში ჩახედოს - ხაბეიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე

გამოქვეყნდა:

"ადამიანურად, გულწრფელად ვწუხვარ გრიგოლ ვაშაძის გამო, სამწუხარო და ვფიქრობ, ტრაგიკულიცაა, რომ იმ პარტიის თავმჯდომარე დღეს მძევლადაა აყვანილი, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო", - ასე აფასებს "ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერას.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, გრიგოლ ვაშაძეს პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს სოლიდარობა არ გამოუცხადებია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ის როგორც პოლიტიკოსი აღარ არსებობს.

"ადამიანურად, გულწრფელად ვწუხვარ ბატონი გრიგოლის გამო, სამწუხარო და ვფიქრობ, ტრაგიკულიცაა, რომ იმ პარტიის თავმჯდომარე დღეს მძევლადაა აყვანილი, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო. ეს კაციც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო და ნიკა მელიას დაკავების, მთელი ამ ბრძოლების პროცესში ერთხელაც კი არ გასჩენია სურვილი, რომ სოლიდარული ყოფილიყო მისი ყოფილი თანაგუნდელის ან  თანაგუნდელების მიმართ. როგორც პოლიტიკოსი ის ფაქტობრივად აღარ არსებობს, და როგორც ადამიანი სამწუხაროდ მოიქცა ისე, რომ არ შეუძლია თავის თანაგუნდელებს თვლებში ჩახედოს", - ამბობს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი