
პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც კოვიდ-19-ის კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ცხედარს ცეცხლასასროლი იარაღით მიყენებული ორი სასიკვდილო ჭრილობა კისრისა და თავის არეში ჰქონდა.
პოლიციამ პროფესორის სახლთან ახლოს, მანქანაში, კიდევ ერთი ადამიანის, სავარაუდოდ, მკვლელის ცხედარი აღმოაჩინა. სამართალთმცველების მოსაზრებით, მკვლელმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული პროფესორი კოვიდ 19-ზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა.