ბოლომდე უნდა დავიჭიროთ ის ხაზი, რაც გვქონდა - ბარამიძე მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი გია ბარამიძე, Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმიანება და ამბობს, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგაც საკუტარი გადაწყვეტილების ერთგული დარჩება. 

"მინდა ვთქვა, რომ ისეთ პირობებში როცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის (რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი ამბავია) მიბმა ქოცების 43 პროცენტიან რეზულტატზე, სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია. თამარ ჟვანიას და არსებული (ქოცებით გაძეძგილი) ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების პირობებში არჩევნების რეზულტატების პატიოსნად დათვლის იმედი როგორ უნდა გვქონდეს? 20 ივნისის დროს გავრილოვების ბანდის მაღალჩინოსნების მიერ, ჩადენილი დანაშაულის ამინისტიის მხარდაჭერა, მკრეხელობად მიმაჩნია. ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, მინდა საჯაროდ ვთქვა, რომ როცა (ჩვენი საამაყო თავმჯდომარე) ნიკა მელია გამოვა და ენმ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, წინასწარ საჯაროდ ვამბობ, რომ ჩემი პოზიცია იქნება, რომ ამ საკითხების მოუგვარებლობის გამო, ბოლომდე პრინციპული პოზიცია უნდა დავიჭიროთ (გინდაც მთელი საქოცეთი, სხვა პარტიები და მეგობრების უდიდესი ნაწილი სხვა რამეს გვეუბნებოდნენ) და ბოლომდე გავატაროთ ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც აქამდე გვეჭირა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი არაძალადობრივი ბრძოლა პუტინისტური, მოღალატური და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ და სრულიად დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს ამ თანმიმდევრულ, პრინციპულ და მყარ პოზიციას შესაბამისად დააფასებს და ჩვენ დაგვიჭერს მხარს, (მათ შორის თუ მოგვიანებით ადგილობრივ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას) და საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერს ბარამიძე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი