პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა, დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი - მიშელი

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ახლა ქვეყანა ევროინტეგრაციის კუთხით, ქვეყანა ბევრ შრომა საჭიროებს.

"განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი.

დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით",- თქვა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი საქართველოში დრეს, 20 აპრილს 15:00 საათზე ჩამოვიდა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი დახვდნენ. 

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუემტნს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო დოკუმეტს ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".   

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი