ჩეხეთიდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა დატოვეს - რუსეთიდან წავიდა ჩეხეთის დელეგაციაც

გამოქვეყნდა:

ჩეხეთიდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა დატოვეს. რუსეთიდან წავიდა ჩეხეთის დელეგაციაც.

ცნობისთვის, ჩეხეთმა, 17 აპრილს ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც, მათი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ჩეხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ 2014 წელს,  ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან კავშირი სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ.

ამის საპასუხოდ, რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. 19 აპრილს, რუსეთის საგარეო უწყებაში ჩეხეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. საპროტესტო ნოტა ჩეხეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც 17 აპრილს 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი