ჩეხეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს - რუსეთი "მოსალოდნელი შედეგებით" იმუქრება

გამოქვეყნდა:

ჩეხეთი 18 რუს დიპლომატს, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ, ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პრემიერმინისტრის თქმით, არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ 2014 წელს,  ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან კავშირი სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გააძევა ყველა დიპლომატი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების- სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ესაა 18 პირი. ჩეხეთის დასატოვებლად მათ 48 საათი აქვთ. ჰამაჩეკმა ამის შესახებ რუსეთს
უკვე აცნობა, სიტუაციის განხილვა უცხოელ პარტნიორებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს, - ამბობს პრემიერი ანდრეი ბაბიში.

დღესვე, ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ რუსეთის ორ მოქალაქეს ეძებს, რომლებიც ქვეყანაში, 2014 წლის 11-16 ოქტობერს, ალექსანდ პეტროვისა და რუსლან ბაშიროვის პასპორტების გამოყენებით ჩავიდნენ.

ჩეხეთის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ამას "ფოკუსები" უწოდა და ხელისუფლება მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი