ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრით დაასრულა. შარლ მიშელი თბილისს ტოვებს, თუმცა მთავარი კითხვა, როდის და რა მექანიზმით უნდა დატოვოს ციხე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ამ დრომდე უპასუხოდ არის დარჩენილი.
არადა სწორედ ნიკა მელიას გათავისუფლებაზეა დამოკიდებული, მოაწერს თუ არა მიშელის დოკუმენტს ხელს მთავარი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონეტები აცხადებენ, რომ მელია ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ არ შეილახოს ხელისუფლებისგან დევნილი პოლიტიკოსის ღირსება. სწორედ ამაზეა საუბარი შეთახმების დოკუმენტშიც, თუმცა როდესაც ხელისუფლება საუბრობს მელიაზე ოლიგარქ ივანიშვილის გუნდის რიტორიკა უცვლელია.
იხილეთ ასევე: