წინაპირობებისა და გამოსასყიდის გარეშე უნდა გათავისუფლდეს - ადვოკატები მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ნიკა მელიას გასათავისუფლებლად არაერთი ბერკეტი აქვს. მათ შორის არის, პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, ან ამნისტიის კანონის მიღება.

"ეს შეიძლება მოხდეს პროკურატურის მეშვეობით. მოითხოვონ პატიმრობის გაუქმება აღკვეთი ღონისძიების სახით, ან როგორც გუშინ დაანონსდა ამნისტიის კანონი იქნას მიღებული და ამ ფორმით განიხილავდეს ხელისუფლება ნიკა მელიას გათავისუფლებას. 

ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვათ არის ის, რომ რაც მალე დასრულდება ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა, მით უკეთესი ქვეყნისთვის და ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის",-თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სსკ-ის 70-ე მუხლი პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს გამოუშვან მელია - გიორგი ბურჯანაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი