სსკ-ის 70-ე მუხლი პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს გამოუშვან მელია - გიორგი ბურჯანაძე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე წერს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გათავისუფლდეს. მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

სისხლის სამართლის კოდექსი - მუხლი 70

„დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო.“

ეს არის მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გათავისუფლდეს. ეს მუხლი პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ დროს გამოუშვან მელია (გირაოს და ყველაფრის გარეშე).

სრულიად პოლიტიკური სპექტრია ამ საკითხის გარშემო გაერთიანებული საქართველოში. ეს არის საკითხი, რომელიც დასავლური ინტეგრაციის წინაპირობაა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი ვალდებულებაა გენერალური პროკურორისთვის, - წერს ბურჯანაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი