
"ლელოს" წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერა, ამბობს, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულდება:
„ასე დამკვიდრა, რომ თითქოს სადღაც შევდივარ, არსად შევდივარ, იქედან ვერ გამოვედი, არჩეული პარლამენტის წევრი ჯერ კიდევ ყველას ჰქვია, რაც შეეხება სხდომებში მონაწილეობას და უშუალოდ ამ პროცესში ჩართვას, ეს დაკავშირებულია პოლიტპატიმრების საკითხთან. თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტის და სხვა ბევრ შენობაში მივიდე. რაც შეეხება სრულფასოვნად საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას, ეს ნაბიჯებზეა დამოკიდებული", - ამბობს უსუფაშვილი
უსუფაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღეს, ცოტა ხნის წინ მივიდა და შეთანხმებაზე საკუთარი ხელმოწერა დატოვა.