"უმოწყალოდ არის ნაცემი... იყენებს დუმილის უფლებას" - ნასიძის ქუჩაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ნასიძის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ოთარ ალავიძე მისთვის მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის ინფორმაციით, მას საუბარი ჯერჯერობით არ შეუძლია, რადგან მძიმედაა ნაცემი. ალავიძე შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.

ჩვენებაც არ მიუცია, იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას... ცხვირი აქვს გატეხილი, თაბაშირი ადევს, სახე აქვს დასიებული, ხერხემალი.. უმოწყალოდ არის ნაცემი და არა ერთი პირის მიერ. შევიცხადე რომ დავინახე ეს დასიებული სახე, თვალი ამოტრიალებული, რა მოხდა მეთქი და რაღაცა დიდი ქვა ჩამარტყეს თავშიო. რომ მოვიხედე, ვიღაც ქალმა იყვირა არ ჩაარტყათო. შესაბამისად, არსებობს ის პიროვნება, ქალი, ალბათ, ვინც იყვირა და გამოძიება, იმედი მაქვს, მივა მაქამდე. არ არის ოთარ ალავიძე "გლოვოს" თანამშრომელი..." - ამბობს ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი.

ამავე თემაზე:

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი