არაადამიანური მოპყრობა ჯარში - სამხედროებზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელები დააკავეს

გამოქვეყნდა:

დამცირება და ფიზიკური ძალადობა ახალწვეულ სამხედროებზე. უნიტაზებისა და იატაკის ხეხვა კბილის ჯაგრისით, სრული აღჭურვილობით, ათი საათის განმავლობაში - ირკვევა, რომ ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ეს დასჯის მიღებული მეთოდია.

ამ დროისთვის ცნობილია მინიმუმ ორი ოფიცრის ვინაობა, ვინც ასე ცდილობდა დისციპლინის დამყარებას მათ დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებში - გიორგი ბიჩინაშვილი და დავით დევდარიანი. ორივე მაღალჩინოსანი დაკავებულია.

2020 წლის 28 იანვარი - შსს-ის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცვლის უფროსმა გიორგი ბიჩინაშვილმა წვევამდელს კბილის ჯაგრისით,მუხლებზე დაჩოქილს, საპირფარეშო ახეხინა. 

2020 წლის 24 მაისი - გიორგი ბიჩინაშვილმა 2 ჯარისკაცს 10 კილოგრამზე მეტი ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით 4 საათის განმავლობაში ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით მუხლებზე დაჩოქილებს საპირფარეშო და საკლასო ოთახი ახეხინა. გიორგი ბიჩინაშვილმა ასეთივე მეთოდით კიდევ ერთი წვევამდელი 17 ივნისსაც დასაჯა. 

2020 წლის 25 მაისი - ცვლის უფროსმა დავით დევდარიანმა ,სავალდებულო სამხედო სამსახურში მყოფ ჯარისკაცს  10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილს დაჩოქილ მდგომარეობაში 11 საათის განმავლობაში ახეხინა  ყაზარმის საკლასო ოთახი,საპირფარეშოს იატაკი,კარი,უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა. დავით დევდარიანმა ამ მეთოდით ჯარისკაცი 14 მარტსაც დასაჯა. კიდევ ერთი ფაქტი, 3 ივლისს მოხდა. ამ შემთხვევაში, დევდარიანმა წვევამდელზე,სხვა პირების თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საქმეა აღძრული, ჩვენებები, რომლებიც ახალწვეულებმა გამომძიებლებს მისცეს, არაერთ სასტიკ და არაადამიანურ ფაქტს აღწერს. 
 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი